-
Notifications
You must be signed in to change notification settings - Fork 2
/
aforizmebi.txt
132 lines (132 loc) · 17.4 KB
/
aforizmebi.txt
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.
არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.
ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
დგომა მგზავრისა ცთომაა.
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!
მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.
მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.
ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!
რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა, რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.
სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.
ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
კაი ბატონის ხელშიო, გამართული ვარ წელშიო.
თუ ჩავარდები ვალშიო, გამოიხედე თვალშიო.
სახლში ნუ ჩაიკეტები, ფეხი გაადგი კარშიო.
გაინძერ, ნახე ქვეყანა, რა დაგრჩენია სახლშიო.
წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო.
წყალწაღებულს თავი სიზმარში ეგონაო.
ავ თვალს კარგს ნურას აჩვენებ, ავყურს კარგს ნურას ეტყვი რაო.
ავი თვალით დანახული, ადგილია დანაღმული.
მდიდარი მკვდარსა სტიროდა, ღარიბი ხარჯსა სჩიოდაო.
ძაღლი ყმუოდა და მელა საქათმიდან ქათმებს ეზიდებოდაო.
უშვილო და პურძვირიო.
უშვილო და შინაბერა, აქ რა ქარმა დაგიბერა?
მოგდგომია ბედი კარზე, შენ კი კარი რად ჩარაზე?
უხეირო ხელოსანი, უხეირო ნაკეთებს უხეირო იარაღს დააბრალებსო.
უნიათო უნიათოს უნიათოს ეძახდაო.
უჯიშო ცხენსო, ნუ აჭმევ ბევრსო.
მდიდარი და ტრაბახაო, გაასუქა ყაბახმაო.
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
ერთი სულელი ათ ჭკვიანს ასულელებდაო.
ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვაგვარად გავრცელდაო.
წყალნი წავლენ და წამოვლენ,ქვიშანი დარჩებიანო.
სტუმარს ჯერ ღვინო მიაწოდე და მერე წყალიო.
მარტი რომ წინ გედოს,ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
მუზამ თქვა: არც დღე მძინავს და არც ღამეო.
სიღარიბიდან სიმდიდრემდე მცირე მანძილია,სიმდიდრიდან სიღარიბემდე კი უფრო მცირეო.
სიღარიბემ თქვა: ღარიბმა მისი ლუკმა გამიყო და მდიდარმა წამართვაო.
კაცი კაცად მიტომ გაჩნდა, ძლიერი და ჭკვიანიო. ურჩი ქალის მორჟულება, არ იქნება გვიანიო.
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც შეემატაო.
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და სამოთხეს ბევრიო.
საფლავიც წმინდაა,მაგრამ ლოცვას ტაძარში ამბობენო.
არ გათეთრდების ყორანი,რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
არ მოფრინდება მერცხალი, თუ არა ჩადგა ხეს წყალი.
ცდა ბედის მონახევრეაო.
ცდამ ბედი დამაკარგვინაო.
ცდამ მოთმინება მასწავლაო.
ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო.
მთვარის გამოჩენამ ქურდები გაახარაო.
ქალს ჭკუა ჰქონდა, მაგრამ ქარს გაატანაო.
ჭკუას არიგებდნენ, მაგრამ ქალმა დაიგვიანაო.
ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო.
ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრძენს მართალი ეგონა და მართალიც აღმოჩნდაო.
ცოლი ქმრისთვისო, ქმარი სხვისთვისო.
ცოლი ქმარისთვისო, ქმარი თავისთვისო.
თხამ მღვდლობა მოინდომა, - აქაო და გრძელი წვერი მაქვსო.
ჟირაფმა ცაზე მიწვდენა მოინდომა, - აქაოდა გრძელი კისერი მაქვსო.
თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო.
თუ გულით უსურვებ კარგსაო, ყველა გაგიღებს კარსაო.
ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ოდენა კიდევ არ დარჩესო.
კაცი ისე არ წახდება, გზააბნეული სახლში არ შეიპატიჟოსო.
ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო.
ზოგის ნიჭი არ სჩანს, ზოგის უნიჭობა კიო.
ვინც მოხადა ქვევრიო, იმას მისცეს ბევრიო.
ვინც დააპურა ერიო, ღმერთმა მას მისცა ბევრიო.
ვინც მდიდარია ფულითა, ის ღარიბია გულითა.
ღარიბი ღარიბს ლუკმას უყოფს, მდიდარი ენას გამოუყოფს.
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა კაცუნაო, ზოგსა დიაცს-დედაკაცი, ზოგსა-დედაკაცუნაო.
ზოგსა კაცსა ლექსი მოსწონს, ზოგსაც მისი დამწერიო. მონადირეს ძაღლი მოსწონს, კარგი კურდღლის დამჭერიო.
ახალი მეგობარი შეიძინე, ძველს ნუ დაივიწყებო.
ხალხმა თქვა: ნეტავი ძველი ვალები გაგვასტურებინა, ახალს აღარ ავიღებთო. გაჭირვებულმა კაცმა თქვა: საოცნებო ბევრი მაქვს, მაგრამ მარტო ოცნებას რა თავში ვიხლიო.
ბადრიჯანს რომ ფრთები ესხას, მერცხალი იქნებოდაო.
სიტყვით რომ საქმე კეთდებოდეს, მაშინ ვერავინ გვაჯობებდაო.
ცხვარი ცხვარიაო,თუ გაცხარდა ცხარიაო.
ვალი ვალიაო და ვაი ვაიო. ვალი ვალად რჩება, მევალე კი იკარგებაო.
ჩვენსა მოხვალ-ღვინოს ყლურჭავ. თქვენსა მოვალ - თვალებს ხუჭავ.
ჩვენსა მოხვალ-დიდ პირს აღებ. ჩვენ რომ მოვალთ -კარს არ აღებ. ჩვენსა მოხვალ-აღარ მიდიხარ. ვეღარ გაიგე-აღარ მინდიხარ.?!
ვინც ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკისო.
ვინც სიკეთესს არ დაგიმახსოვრებს, ის ვერც სხვას გაუკეთებს სიკეთესო.
ღარიბის ლუკმა გემრიელიაო. ღარიბის გუდა ცარიელია, მაგრამ გული არის სკეთით სავსეო.
შურიანები კვდებიან, მაგრამ შური კი ისევ რჩებაო.
უწმინდურისაგან წმინდანი არასოდეს იშობაო. ზარმაც ადამიანს შრომაც ეზარება და არც სხვისი შრომის ფასი იცისო.
ერთხელ კოჭლი ცხვარიც დაწინაურდებაო.
ერთხელ ობოლიც იპოვის მის გზასო. ერთხელ ღარიბის ქვევრიც გაივსება და სიმღერაც გასმებაო.