Skip to content

Latest commit

 

History

History
23 lines (18 loc) · 3.2 KB

Quiz_5_6.md

File metadata and controls

23 lines (18 loc) · 3.2 KB

დავალების აღწერილობა: ქვიზი წარმოდგენილი უნდა იყოს ლექციაზე პრეზენტაციის სახით.

Web Application (ვებ საიტის შექმნა)

შექმენით საიტი ქვემოთ მითითებული დავალებების მიხედვით:

  • გამოიყენეთ flask ფრეიმვორქი
  • საატზე დაამატეთ მინიმუმ 5 გვერდი, რომელსაც დაუკავშირებთ html გვერდებს
  • მოახდინეთ html შაბლონების ურთიერთკავშირი (შექმენით ბაზისური html და დანარჩენი გვერდები დაუკავშირეთ მას).
  • განათავსეთ თქვენს მიერ შექმნილი პარსინგით და/ან API-ით წამოღებული ინფორმაცია საიტზე (ქვიზი 3, 4)
  • შექმენით რაიმე სახის ფორმა (მაგ. სარეგისტრაციო, საძიებო), გამოიყენეთ POST მეთოდი
  • გამოიყენეთ flash ფუნქცია შეტყობინებების გამოსატანად
  • გამოიყენოთ flask-ის ფუნქციონალი, რაც არ განგვიხილია ლექციაზე (მაგ. რაიმე ფუნქცია).
  • მოახდინეთ sqlite მონაცემთა ბაზის ინტეგრირება Flask-SQLAlchemy მოდულის გამოყენებით
  • განათავსეთ თქვენი პროექტი https://www.pythonanywhere.com/ პლატფორმაზე

პრეზენტაცია:

  • შემუშავებულ პროექტზე მოამზადეთ პრეზენტაცია (სასურველია რამდენიმე სლაიდი გქონდეთ PowerPoint-ში)
  • პრეზენტაციის დროს აჩვენეთ როგორც კოდი, ასევე საიტის მხარე.
  • პრეზენტაციის ხანგრძლივობა: 10 წუთი დავალების გაგზავნა:
  • დავალების ფაილები ატვირთეთ Github-ზე და ლინკი მიუთითეთ Google Classroom-ში. ასევე pythonanywhere-ის ლინკი მიუთითეთ კომენტარის სახით.

პროექტზე მუშაობა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად (ჯგუფში 2 ადამიანი).