Skip to content

Latest commit

 

History

History
119 lines (87 loc) · 15.2 KB

File metadata and controls

119 lines (87 loc) · 15.2 KB

სამუშაო გარემო

ამ კურსის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ ონლაინ სამუშაო გარემო DartPad_ს. Dartpad_ი ჩვენ საშვალებას მოგვცემს შევქმნათ და გავუშვათ დარტში დაწერილი პროგრამები ინტერნეტ ბრაუზერშივე. ლინკზე გადასვლის შემდეგ თქვენს ბრაუზერში გამოჩნდება Dartpad_ის ინტერფეისი, რომელიც სამი ძირითადი ფანჯრისაგან შედგება. "dartpad UI"

  1. ფანჯარა, რომელშიც დავწერთ კოდს
  2. ფანჯარა, რომელშიც ჩვენი დაწერილი პროგრამის გაშვების შედეგი დაიბეჭდება
  3. ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია ვნახოთ მოკლე განმარტება ჩვენს დაწერილ კოდში გამოყენებულ დარტის სინტაქსზე.

main() ფუნქცია

ისევე როგრც ბევრ სხვა პროგრამირების ენაში, დარტში ყველა პროგრამის საწყისი არის main ფუნქცია. როდესაც ჩვენს დაწერილ კოდს "გავუშვებთ" დარტი პირველ რიგში ეცდება იპოვოს main ფუნქცია და შემდეგ შეასრულოს მასში მოთავსებული ინსტრუქციები მიყოლებით ზემოდან ქვემოთ. ფუნქციებზე ჩვენ მომავალში ბევრს ვისაუბრებთ თუმცა მანამდე მოდით განვმარტოთ main ფუნქციის სინტაქსი.

    void main() {
    
    }
  • სიტყვა void (keyword) დარტს ეუბნება, რომ ჩვენი დაწერილი ფუნქცია არ დააბრუნებს არანაირ მნიშვნელობას. (void - სიცარიელე)
  • სიტყვა main არის ფუნქციის სახელი. როგორც წესი ფუნქციის სახელი შეგვიძლია ჩვენ შევარჩიოთ, მაგრამ main ფუნქცია განსაკუთრებულია, რადგან მას ჩვენ არ ვიძახებთ, მას გამოიძახებს დარტი. ამიტომ სახელი main სავალდებულოა. main ფუნქცია პროგრამაში უნდა იყოს მხოლოდ ერთი!
  • სიმბოლოები '(' და ')' მიუთითებს ფუნქციიეს პარამეტრებზე. ფრჩხილებს შორის ფუნქციას შეგვიძლია გადავაწოდოთ ინფორმაცია(ები) ასეთის საჭიროების შემთხვევაში(ფუნქციის პარამეტრებზე კურსის მომდევნო ლექციებში კიდევ ბევრს ვისაუბრებთ)
  • სიმბოლოები '{' და '}' დარტს ეუბნება, რომ ამ სიმბოლოებს შორის(ფიგურული ფრჩხილები) მოთავსებულია ფუნქციის ტანი (function body). ფუნქციის ტანი არის იმ ინსტრუქციების ერთობლიობა, რომელიც შესრულდება ამ ფუნქციის გამოძახებისას

print() ფუნქცია

ზემოთ მოცემული პროგრამის გაშვებისას Dartpad_ის console_ი ცარიელია. ამის მიზეზი მარტივია main ფუნქცია არის ცარიელი. ამის შესაცვლელად გამოვიყენოთ კიდევ ერთი ფუნქცია. ამჯერად print ფუნქცია. main ფუნქციისაგან განსხვავებით, რომელიც ჩვენ შევქმენით, print ფუნქცია dart ში უკვე არსებობს და აქვს შესაბამისი ფუნქციონალი. (console_შე ბეჭდავს მიწოდებულ ინფორმაციას).

    void main() {
        print('Hello world');
    }

მოცემულ კოდის ფრაგმენტში print ფუნქციას (რომელიც თავის მხრივ main ფუნქციის ტანშია) გადავაწოდეთ პარამეტრი/ინფორმაცია 'Hello World'. მიაქციე ყურადღება რომ ტექსტი hello world მოთავსებულია ბრჭყალების სიმბოლოებს შორის. print ინსტუქციის ბოლოს დავსვით სიმბოლო - ; (წერტილ-მძიმე). დარტში წერტილ-მძიმეს დაახლოებით იგივე დანიშნულება აქვს რაც სალაპარაკო ენაში წერტილს. მიუთითებს ინსტრუქციის დასრულებაზე. წერტილ მძიმე დარტში ყველა ინსტუქციის ბოლოს უნდა დავსვათ.

პროგრამის "გაშვება"

ჩვენი დაწერილი პროგრამის გასაშვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ Run ღილაკი ან კლავიშების კომბინაცია CTRL + Enter. ამის შემდეგ Dartpad_ის კონსოლში გამოჩნდება წარწერა Hello World

"running dart"

ცვლადები და მონაცემის ტიპები

პროგრამირებაში ცვლადები საშვალებას გვაძლევს შევინახოთ და დავამუშაოთ ინფორმაცია, პროგრამის გაშვებიდან მის დასრულებამდე (program lifecycle). დარტში ცვლადის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს, ერთერთი გზა გახლავთ var keyword_ი:

    void main() {
        var firstName = 'გიორგი';
    }
  1. var keyword - დარტს ამცნობს, რომ გვინდა ცვლადის შექმნა
  2. var keyword_ის შემდეგ ყოველთვის შეგვხვდება ცვლადის სახელი. ჩვენი ცვლადის სახელი არის firstName. ცლვადის სახელი არ არის დარტის სინტაქსის ნაწილი ის ჩვენს მიერ არის შერჩეული.
  3. = მინიჭების ოპერატორი დარტს ეუბნება, რომ ცვლადში სახელად firstName გვსურს შევინახოთ მნიშვნელობა 'გიორგი'
  4. ისევე როგორც ყველა ინსტრუქცია ცვლადის შექმნის ინსტრუქციაც ბოლოვდება წერტილ მძიმით.

String მონაცემის ტიპი

ჩვენს პირველ ცვლადში სახელად firstName შევინახეთ ტექსტი - 'გიორგი'. ტექსტს პროგრამირებაში მოვიხსენიებთ როგორც string_ს. სიტყვა გიორგი მოთავსებულია ბრჭყალებს შორის. ეს დარტს ეუბნება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს String_თან და არა დარტის რომელიმე keyword_თან ან და სხვა ცვლადთან. var keyword_ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ცვლადები მონაცემის ტიპის მითითების გარეშე. თუმცა ეს არ არის ერთადერთი გზა.

    void main() {
        String firstName = 'გიორგი';
    }

მოცემულ მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ keyword_ი String მონაცემის ტიპი. String დარტს ეუბნება, რომ ინფორმაცია, რომლის შენახვასაც ამ ცვლადში ვაპირებთ იქნება String_ი ანუ ტექსტი. ამ შემთხვევაში ცვლადის შექმნის ეს ორი გზა გვაძლევს იდენტურ შედეგს(ცვლადში firstName შეინახება სიტყვა გიორგი). ალბათ გაგიჩნდა კითხვა რა საჭიროა ეს ორი გზა ერთი და იგივე ამოცანის შესასრულებლად? var keyword_ი დარტში საშვალებას გვაძლევს შევქმნათ ცვლადი რომლის მონაცემის ტიპი წინასწარ შეიძლება არ ვიცოდეთ. მაგალითად თუკი ჩვენი პროგრამა მომხმარებლისგან ითხოვს ინფორმაციის შეყვანას ჩვენ წინასწარ ვერ გვეცოდინება თუ რა მონაცემის ტიპის ინფორმაციას მოგვაწვდის ის. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, რიცხვი ან რაიმე სხვა ტიპის მონაცემი(სხვა მონაცემის ტიპებს მალე გავეცნობით). კურსის შემდეგ ლექციებში, როდესაც დარტის მეტ სინტაქსს გავეცნობით უფრო გასაგები გახდება თუ რა საჭიროა ცვლადის შექმნის სხვადასხვა სინტაქსი(დარტში ამ ორის გარდა გვაქვს კიდევ რამდენიმე) ახლა კი მოდით დავბეჭდოთ ჩვენს ცვლადში მოთავსებული ინფორმაცია.

    void main() {
        String firstName = 'გიორგი';
        print(firstName);
    }

პროგრამის გაშვების შემდეგ Console_ში დაიბეჭდება გიორგი - ცვლადის მნიშვნელობა და არა ცვლადის სახელი.

int და double მონაცემის დიპები

შემდეგი მონაცემის ტიპები რომელსაც გავეცნობით გახლავთ int(integer - მთელი რიცხვი: -23, 12, 0, 21 ...) და double(ათცილადი რიცხვი: 0.23, 3.14, -21.2322 ...)

    void main() {
        var myAge = 28;
        int x = 3;
        double pi = 3.14;
    }

მოცემულ კოდის ფრაგმენტში შევქმენით სამი ცვლადი myAge, x, pi. myAge ცვლადი ჩვენ var keyword_ის დახმარებით შევქმენით ამის მიუხედავად დარტმა ცვლადის მნიშვნელობიდან შეძლო მონაცემის ტიპის გამოცნობა. 28 არის მთელი რიცხვი ამიტომ myAge ცვლადის მონაცემის ტიპი იქნება int. მოდით დავბეჭდოთ ამ სამი ცვლადის მონაცემის ტიპები და დავრწმუნდეთ ამაში

    void main() {
        var myAge = 28;
        print(myAge.runtimeType);
        
        int x = 3;
        print(x.runtimeType);
        
        double pi = 3.14;
        print(pi.runtimeType);
    }

პროგრამის გაშვების შემდეგ დაიბეჭდება: int int double

სავარჯიშოები

  1. გახსენი DartPad_ი შენს სასურველ ბრაუზერში. წაშალე მასში დაგენერირებული კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში. შემდეგ შექმენი ცვლადი სახელად firstName და მიანიჭე მნიშვნელობად შენი სახელი. ბოლოს დაბეჭდე შენი შექმნილი ცვლადის მნიშვნელობა.

  2. შექმენი სამი ცვლადი ('hello Dart!!', 3.14, 42) სწორი მონაცემის ტიპის გამოყენებით, შეურჩიე მათ შესაბამისი სახელები და დაბეჭდე მათი მნიშვნელობები.

Q&A