Skip to content

gurguration/Learn-Bash

Repository files navigation

BASH სასწავლო კრებული შექმნილი OT_ის მიერ

შესავალი:

რა არის BASH და რატომ უნდა ისწავლოთ ის?

  • BASH ეს არის ბრძანებითი ენა, რომელიც გამოიყენება Unix_ზე დაფუძვნებულ სისტემებში (Linux, OSX, BSD...).
  • BASH ბრძანებითი ენის გამოყენებით შეგიძლიათ ოპერაციული სისტემა გახადოთ ავტომატიზირებული, შექმნათ ხელსაწყო რომელიც სხვა ხელსაწყოს გამოყენებას უფრო მოხერხებულს გახდის, შეაერთოთ სხვადასხვა პროგრამის (CLI) შინაარსი და გამოიყენოთ ის ერთიანი მართვისთვის, რაც მთავარია ეს ენა გახლავთ უმარტივესი, როგორც სასწავლად ისე წასაკითხად, აღქმით და დაპროგრამირებით.
  • BASH მოგცემთ საშუალებას დაწეროთ პროგრამა მარტივად. დაწერე გაუშვი პრინციპი და კოდის ზედმეტად სიმარტივე მისი დამახასიათებელი ნიშნებია.
  • 2016 წელს Windows 10 x64 ოპერაციულ სისტემას დაემატა WSL პროექტი რაც გულისხმობს ლინუქსის შელის მხარდაჭერას, სადაც შეძლებთ გამოიყენოთ $BASH. https://docs.microsoft.com/en-us/windows/wsl/install-win10
  • BASH არის GNU პროექტის ნაწილი და შეიქმნა Unix_ის პროექტისთვის, რაც წარმოადგენს მის გარსს
  • შექმნს თარიღი: 08/07/1989. ავტორი: ბრაიენ ფოქსი

დაწერილი პროგრაგმის გაშვება:

კოდის შენახვის შემდგომ აუცილებელია პრივილეგიად მიენიჭოს გახსნის შესაძლებლობა (Executable).
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ chmod ორგვარად:

sudo chmod +x myscript.sh

ან:

sudo chmod 777 myscript.sh

გახსნამდე თუ სკრიპტის პირველ ხაზში წერია #!/bin/bash შეგიძლიათ გახსნათ შემდეგნაირად:

./myscript.sh

თუ პირველ ხაზში არ წერია #!/bin/bash აუცილებელია მინიჭება გაშვების დროს მოხდეს bash_ისთვის:

bash myscript.sh

P.S. თუ #!/bin/bash წერია პირველ ხაზში და ისე გაუშვებთ bash myscript.sh მოცემულობა პრობლემას არ გამოიწვევს.

დირექციაში /usr/bin/ სკრიპტის განთავსებისას შეგიძლიათ ტერმინალში მარტივად გახსნათ.
მაგალითად თუ ფაილის სრული ლოკაცია იქნება /usr/bin/myscript. მას მარტივად გახსნით ტერმინალში როცა ჩაწერთ myscript

ჩაწერისთვის

git clone https://github.com/OTsector/Learn-bash.git && cd Learn-bash && sudo chmod +x *.sh

და ბოლოს

$BASH ეს მხოლოდ ბრძანებითი ენა არ არის, ეს ხელსაწყოს ნაკრებიცაა, რომლის გამოყენებაც ამავე ენაში შეგიძლიათ. ხელსაწყოები რომლებიც $BASH ახლავს თან შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://directory.fsf.org/wiki/GNU

დაიმახსოვრეთ

პროგრამირება ეს ფიქრის წერაა... პროგრამული ენის სწავლა ნიშნავს სინტაქსში გარკვევას და არა პროგრამირების შესწავლას.
მოიფიქრეთ იდეები და ასახეთ ლოგიკური მოქმედებები კოდში სინტაქსის დახმარებით. სწორედ ასე ისწავლით პროგრამირებას.

"პროგრამირება გასწავლის, თუ როგორ იფიქრო" -სტივ ჯობსი

-07 © 2018

About

Clone from OTsector repo for Learning

https://github.com/OTsector/Learn-Bash/

Resources

Stars

Watchers

Forks

Releases

No releases published

Packages

No packages published

Languages