solution.js -ში უკვე ამოხსნილია ეს პრობლემა, ამიტომ ჯერ თქვენით ცადეთ, რომ გააკეთოთ და მინიმალურად გამოიყენეთ ეს ფაილი დასახმარებლად!
- მოცემულია ცხრილი, რომელშიც დატა უნდა შეავსოთ getCities ფუნქციის გამოყენებით.
ეს კოდი უნდა ჩაჯდეს ცხრილის ტანში თითოეული ქალაქისთვის:
`<tr>
<td>${name}</td>
<td>${population}</td>
</tr>`
- მეორე დავალებაა, რომ Population -ზე დაჭერით დალაგდეს ზრდადობით/კლებადობით ეს მონაცემები.
- თუ ზრდადობითაა დალაგებული - კლებადობით დაალაგოს
- თუ კლებადობითაა - ზრდადობით დაალაგოს
- [Extra Challange] მესამეჯერ დაჭერაზე - როგორც იყო თავიდან ისე დაალაგოს
მითითებები:
- გამოიყენეთ array -ის მეთოები: forEach, sort
- DOM-ის მანიპულაციისთვის გამოიყენეთ:
- appendChild
- innerHTML
- createElement
- იმისათვის, რომ აკონტროლოთ დალაგებულია თუ არა ცხრილი შექმენით ცალკე ცვლადი
- დაგჭირდებათ onclick eventListener -ი
- Population header-თან დატოვებულია span -ი; შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგ, რომ მიუთითოთ როგორაა დალაგებული; (ზრდადობა: ▲; კლებადობა: ▼)