Python – არის ინტერპრეტირებული მაღალი დონის ზოგადი დანიშნულების ერთ-ერთი პოპულარული პროგრამირების ენა რომელიც შეიქმნა Guido van Rossum -ის მიერ და გამოვიდა 1991 წელს. Python -ის დიზაინის ფილოსოფია ხაზს უსვამს კოდის ადვილად წაკითხვაზე
Python შესაძლოა გამოყენებულ იქნას:
- ვებ-აპლიკაციების (საიტების) შესაქმნელად
- პროგრამული უზრუნველყოფის (software) შესაქმნელად
- ფაილებთან და მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ
- დიდი მონაცემების გადასამუშავებლად და კომპლექსური მათემატიკური ოპერაციების განსახორციელებლად
- მანქანური სწავლებისთვის (ML) და ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაქმენლად
Python -ის უახლესი ვერსია არის 3.9 რომელსაც გამოვიყენებთ ამ სახელმძღვანელოში. ასევე არ შემიძლია არ ვახსენო Python2 მიუხედავად იმისა რომ პითონის მესამე ვერსიაში განახლდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ვერსია 2 მაინც არ კარგავს პოპულარობას.
პითონის სინტაქსი სხვა პროგრამული ენების სინტაქსთან შედარებით ბევრად უფრო ადვილია Python პროგრამირების ენის სინტაქსი არის წესების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს Python პროგრამის დაწერისა და ინტერპრეტაციის წესს პითონში არაა გამოყენებული წერტილ-მძიმეები და ხვეული ფრჩხილები
ტექსტის დაბეჭდვის მაგალითი:
print("გამარჯობა, მსოფლიო!")